ლექტორის შესახებ:

ნათია გოგიძე
განათლება: ბიზნესის სამართლის მაგისტრი – თეუსუ
არაფორმალური განათლება:
ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები – GAU PR School;
ანტრეპრენერშიპი/გრაფიკული დიზაინი – GeoLab, Kant’s Academy;
ციფრული მარკეტინგი – BTU 500 Women in Tech
სამუშაო გამოცდილება:
ჰოლდინგი “კალმატრონ ჯორჯია” – ციფრული მარკეტერი; “რეტრო დეველოპმენტი” – ციფრული მარკეტერი;
Enti Education – მენტორი
მოკლე აღწერა:
| შეხვედრების რაოდენობა | 18 შეხვედრა ლექცია 16 (2 საათი) საკონსულტაციო შეხვედრა ფინალური პროექტის წარდგენა |
| სასწავლო კურსის მიზანი | კურსის მიზანია მსმენელებს მიაწოდოს საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რაც აუცილებელია სოციალური მედიის პლატფორმების ეფექტურად სამართავად სხვადასხვა მარკეტინგული მიზნისთვის. კურსი არის მათთვის, ვინც დაინტერესებულია სოციალური მედიის მართვით, სურს კარიერის გაგრძელება მარკეტინგში ან მასთან დაკავშირებულ სფეროებში, ასევე, ვისაც საკუთარი ბიზნესის ან პერსონალური სოციალური მედია არხების მართვა თავად სურს. |
| სწავლის შედეგი | კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ: -სოციალური მედიის პლატფორმების გამოყენება ბრენდსა და მომხმარებელს შორის კომუნიკაციისათვის -სოციალური მედიის არხების შესაბამისი კონტენტის შექმნა -პოსტების წერის სხვადასხვა ტექნიკა -რეკლამის ტექნიკურად გამართვა და განთავსება სოციალურ მედიაში, მართვა და ანალიტიკა. -ვიზუალური კონტენტის-პოსტერების შექმნა -სამუშაო პროცესის წარმართვა AI-ს დახმარებით |
სილაბუსი:
| # | კურსის შინაარსი | ძირითადი მიგნებები |
| 1 . | სოციალური მედია, როგორც ციფრული კომუნიკაციის საშუალება -სოციალური მედია, როგორც მარკეტინგული კომუნიკაციების შემადგენელი ნაწილი -ბრენდი, მისია, სლოგანი, არქეტიპები -ბრენდის ცნობადობა, იმიჯი, რეპუტაცია -კორპორატიული კულტურა დავალება: აირჩიეთ კომპანია ან წამოადგინეთ საკუთარი, ისაუბრეთ მის ბრენდინგზე, რა ფასეულობებით გამოირჩევა, როგორი კომუნიკაცია აქვს მომხმარებელთან, როგორია მისი იმიჯი/რეპუტაცია (3-4 სლაიდი) | სოციალური მედია სოციალური მედია მარკეტინგი ბრენდი კორპორატიული კულტურა |
| 2. | სოციალური მედიის ტექნიკური მხარეები -სოც. მედიის არხები და მათი თავისებურებები -ტერმინოლოგია (engagement, reach, impression, frequency, etc.) ზოგადი მიმოხილვა -Facebook/Instagram/LinkedIn გვვერდის შექმნა/გამართვა -Business Suite, Business Manager, Ads Manager – META-ს პლატფორმების გაცნობა -სოციალური მედიის ალგორითმი დავალება: შეარჩიეთ სოც. მედიის არხი, რომელიც შეესაბამება თქვენი საქმიანობის სპეციფიკას და შექმენით გვერდი, ასეთის არარსებობის შემთხვევაში შექმენით სატესტო გვერდი. გამართეთ და შეავსეთ ყველა საბაზისო განყოფილება | ჩართულობა მოცვა შთაბეჭდილება სიხშირე ალგორითმი |
| 3. | სოციალური მედიის სტრატეგია -SWOT ანალიზი -SMART და GOST მიზნები -KPI და OKR -სოციალური მედიის სტრატეგია და ტაქტიკა დავალება: გააკეთეთ თქვენი კომპანიის ან შერჩეული ბრენდის SWOT ანალიზი. მასზე დაყრდნობით შეიმუშავეთ სოციალური მედიის სტრატეგიის ზოგადი მონახაზი. | SWOT SMART GOST KPI OKR |
| 4. | დავალების წარდგენა პროექტი – შექმენით სოციალური მედიის სტრატეგია თქვენი ან წარმოსახვითი ბიზნესისთვის ცნობადობის ამაღლების მიზნით | |
| 5. | რა სურს მომხმარებელს -აუდიტორია – სამიზნე აუდიტორია -მომხმარებლის პერსონალიზაცია, მომხმარებლის ქცევა -მომხმარებელთან კომუნიკაცია, Social Listening, კრიზისული სიტუაციები დავალება: განსაზღვრეთ თქვენი სამიზნე აუდიტორია, ვინ არის თქვენი მომხმარებელი, რომელ სოციალურ არხებს იყენებს. | მომხმარებლის სეგმენტაცია სამიზნე აუდიტორია Buyer persona Social listening |
| 6. | კონტენტი -კონტენტის მიმართულებები, ტიპები და ფორმატები -კონცეფცია, ბრიფი, რეფერენსი -FB, IG, IN კონტენტის განხილვა-მომხმარებლის მიერ შექმნილი კონტენტი – UGC -კონტენტ კალენდარი დავალება: წარმოადგინეთ კონტენტი იდეების სახით FB, IG, IN არხებისთვის | კონტენტი კონცეფცია ბრიფი რეფერენსი User Generated Content |
| 7. | ქოფირაითინგი – როგორ ვწეროთ -ინსაითები – როგორ გამოვიწვიოთ ემოცია -ეფექტური წერის ფორმულები – AIDA, PAS, FOMO -TOV – საკომუნიკაციო ტონი -Call to action – იმოქმედე -ამბის თხრობა, დიდი ტექსტი/პატარა ტექსტი დავალება: სოციალური მედიის არხებისთვის მოამზადეთ 4 ქოფი წერის ტექნიკების/ფორმულების გამოყენებით | ქოფირაითინგი ქოფი ინსაითი ნარატივი TOV Call to action |
| 8. | დავალების წარდგენა მოამზადეთ კონტენტლაინები სოც. მედიის არხებისთვის | |
| 9. | Meta-ს პლატფორმები -Business Suite -ექაუნთების შექმნა და გამართვა, ინტეგრაცია Facebook-სა და Instagram-თან -დეშბორდი – სამუშაო პანელი კონტენტის მენეჯმენტი, გეგმის კალენდარი -მომხმარებელთან საკომუნიკაციო ინსტრუმენტების გამართვა – ინბოქსის ავტომატიზაცია დავალება: შექმენით ექაუნთი Business Suite-ში, დაუკავშირეთ Facebook და Instagram, გამართეთ ინბოქსი | პლატფორმა სამუშაო პანელი ინტეგრაცია კონტენტის მენეჯმენტი |
| 10. | რეკლამა -რა არის რეკლამა, რეკლამის ტიპები -სარეკლამო ძაბრი -აუდიტორიის ტიპები -რეთარგეთინგი და რემარკეტინგი -Ads Manager – გაცნობა და ზოგადი მიმოხილვა -Ads Library დავალება: შექმენით საკუთარი ან წარმოსახვითი კომპანიის სარეკლამო გეგმა | რეკლამა სეგმენტაცია თარგეთი რეთარგეთინგი რემარკეტინგი |
| 11. | რეკლამა სოციალურ მედიაში -სარეკლამო ინსტრუმენტები (objectives) -სამიზნე აუდიტორია – დემოგრაფია, ინტერესები, ქცევა -სარეკლამო ბიუჯეტი -ალგორითმის მუშაობის პრინციპი – ფაზები და ეტაპები -მეტრიკები და ანალიტიკა -Pixel, Event Manager, Landing Page – ზოგადი მიმოხილვა დავალება: შექმენით რეკლამა Ads Manager-ში (სატესტო ვარიანტი publish-ის გარეშე) და წარმოადგინეთ სქრინის სახით. | ცნობადობა კონვერსია დემოგრაფია ქცევა მეტრიკა ანალიტიკა |
| 12. | დავალების წარდგენა შექმენით საკუთარი ან წარმოსახვითი კომპანიის სარეკლამო სტრატეგია | |
| 13. | Canva – ვიზუალური კონტენტი -ვიზუალური მხარის მნიშვნელობა -შემოქმედებითი ხელსაწყოები (8 ტიპი) -ფერები, ფონტები, ფაქტურები -პოსტერის შექმნის ტექნიკური დეტალები -Canva-ს დეშბორდის გაცნობა დავალება: თქვენ მიერ შექმნილი ტექსტური პოსტებისთვის შექმენით პოსტერები. | გრაფიკული დიზაინი ვიზუალური კონტენტი პოსტერი |
| 14. | AI – ხელოვნური ინტელექტი -AI-ს ზოგადი მიმოხილვა -ხელსაწყოების გაცნობა -Chat GPT, Google Gemini, Bing, Adobe Firefly -პრომპტი – როგორ გავწეროთ ბრძანება | ხელოვნური ინტელექტი Prompt Machine Learning Deep Learning |
| 15. | პერსონალური მონაცემები, საავტორო უფლებები და უსაფრთხოება -პერსონალური ინფორმაციის დაცვის აუცილებლობა, საფრთხეები და დაცვის გზები -საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობა -საფრთხეები და რისკები სოციალურ მედიაში | პერსონალური მონაცემები საავტორო უფლებები კიბერბულინგი სპამი ფიშინგი |
| 16. | დავალების წარდგენა შექმენით სოციალური მედიის კამპანია AI-ის გამოყენებითალური პროექტის წარდგენა | |
| 17. | საკონსულტაციო შეხვედრა მზადება ფინალური პროექტისთვის | |
| 18. | ფინალური პროექტის წარდგენა |