პროგრამული პროდუქტის ხარისხის უზრუნველყოფის საფუძვლები

ლექტორის შესახებ:

ლიკა ხინკილაძე

განათლება: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხის მე-4 კურსის სტუდენტი

არაფორმალური განათლება:
“Data Analytics” სასწავლო კურსი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და თბილისის კომუნიკაციის სკოლის საერთო პროგრამა;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს ტრენინგი კიბერუსაფრთხოების შესახებ;
WIPO-ს ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსი

სამუშაო გამოცდილება:
პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Axon Development Group – ხარისხის უზრუნვლყოფის (QA Engineer, Middle) ინჟინერი

მოკლე აღწერა:

სილაბუსი:

1 . პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების შესავალი

-რა არის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება
-პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სარგებელი
-სხვადასხვა ტიპის პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება
-პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სასიცოცხლო ციკლი
-პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის როლი

დავალება: მოამზადეთ პრეზენტაცია (მაქსიმუმ 3 სლაიდი), რომელშიც
ჩამოაყალიბებთ პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების
უპირატესობებს დაინტერესებული მხარეებისთვის.
პრეზენტაციისას განმარტეთ, შეგიმჩნევიათ თუ არა განსხვავება
პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტების ხარისხს შორის, თუ კი,
მოიყვანეთ მაგალითი.)
პროგრამული
უზრუნველყოფის
ტესტირება

ხარისხი

მოთხოვნა
(Requirement)
2. სატესტო შემთხვევები (Test Case)

-რა არის სატესტო შემთხვევები
-სატესტო შემთხვევების ტიპები
-როგორ დავწეროთ ეფექტური ტესტის შემთხვევები
-როგორ მივცეთ პრიორიტეტი ტესტის შემთხვევებს

დავალება: მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით, შეასრულეთ შემდეგი
სავარჯიშო:
-დაწერეთ ტესტური შემთხვევეი ელექტრონული კომერციის
ვებსაიტის შესვლის ფუნქციისთვის;
-გაანალიზეთ მოცემული სატესტო შემთხვევები(დანართის
სახით) და განსაზღვრეთ, რომელი შემთხვევები მოითხოვს
გაუმჯობესებას.
მოსალოდნელი
შედეგი

რეალური შედეგი

შემთხვევა(case)
3. ტესტის შესრულება და რეპორტირება

-როგორ შევასრულოთ სატესტო შემთხვევები
-როგორ შევატყობინოთ ტესტის შედეგები
-როგორ ვაკონტროლოთ და ვმართოთ დეფექტები

დავალება: მოცემულია პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის
ფრაგმენტი და მისი მოთხოვნების აღწერა. შეასრულეთ შემდეგი
სავარჯიშო:
-შეადგინეთ სატესტო შემთხვევები მოცემული ფრაგმენტის
მოთხოვნებითვის;
-შეასრულეთ პროდუქტის ტესტირება და ჩამოაყალიბეთ შედეგი
მისი მდგომარეობის შესახებ;
-შექმენით ნაპოვნი სამი დეფექტის აღწერა(Bug Report).
დეფექტი

ტესტირების
გარემო

დეფექტის
რეპორტირება
4. დავალების წარდგენა
5. ტესტირების ავტომატიზაცია

-რა არის ტესტის ავტომატიზაცია
-ტესტის ავტომატიზაციის სარგებელი
-ტესტის ავტომატიზაციის სხვადასხვა ტიპის ხელსაწყოები
-როგორ შევქმნათ ავტომატური ტესტის სკრიპტები

დავალება: დაწერეთ მარტივი სატესტო შემთხვევის ავტომატიზაცია
შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით.
ავტომატიზაცია

სკრიპტი

framework
6. შესრულების (Performance) და უსაფრთხოების ტესტირება

-რა არის შესრულების ტესტირება
-შესრულების ტესტირების სხვადასხვა ტიპები
-როგორ ჩაატაროთ შესრულების ტესტირება
-რა არის უსაფრთხოების ტესტირება
-უსაფრთხოების ტესტირების სხვადასხვა ტიპები
-როგორ ჩავატაროთ უსაფრთხოების ტესტირება

დავალება: შექმენით უსაფრთხოების ტესტირების გეგმა მოცემული
პროგრამული უზრუნველყოფისთვის. დაადგინეთ სისტემის
უსაფრთხოების სუსტი მხარეები.
ტევადობა
(Capacity)

რეაგირების დრო
(Response time)

გამტარუნარიანობა
7. არაფუნქციური ტესტირება

-რა არის არაფუნქციური ტესტირება
-სხვადასხვა ტიპის არაფუნქციური ტესტირება
-როგორ ჩავატაროთ არაფუნქციური ტესტირება

დავალება: შექმენით არაფუნქციური ტესტირების გეგმა მოცემული
პროგრამული უზრუნველყოფისთვის.
-ჩაატარეთ გამოყენებადობის ტესტირება ამავე აპლიკაციაზე,
რათა დაადგინოთ გამოყენებადობის პრობლემები.
გამოყენებადობა
(Usability)

ხელმისაწვდომობა
(Accessibility)

საიმედოობა
(Reliability)
8. დავალების წარდგენა
9. Agile მეთოდილოგია და ტესტირება

-რა არის Agile მეთოდოლოგია პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის
პროცესში
-რა არის Agile ტესტირება
-სხვადასხვა Agile ტესტირების მეთოდოლოგია
-როგორ განვახორციელოთ Agile ტესტირება
-პროგრამული უზრუნველყოფის გუნდის სამუშაო გარემო – Atlassian
პლატფორმაზე

დავალება: Jira-ს პლატფორმაზე შეასრულეთ თქვენზე მინიჭებული
დავალება, გაანახლეთ დავალების სტატუსი და დაამატეთ
ტესტირებაზე დახარჯული დრო.
თანამშრომლობა

კავშირი

ადაპტაცია
10. კომუნიკაციის უნარები და დემონსტრაცია

-კომუნიკაციის მნიშვნელობა პროგრამული უზრუნველყოფის
ტესტერებისთვის
-როგორ დავამყაროთ ეფექტური კომუნიკაცია პროგრამული
უზრუნველყოფის განვითარების ჯგუფის სხვა წევრებთან
-როგორ დავწეროთ დემონსტაციის შეხვედრის სცენარი
-დემონსტრაციის მეთოდები – ვებ და მობილური აპლიკაციებისთვის

დავალება: მოამზადეთ დემონსტაციის სცენარი მოცემული
პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალისთვის. დემონსტაციის
სცენარის მიხედვით წარმოადგინეთ ვებ აპლიკაციის ფუნქციონალი
მობილურის ხედით.
აუდიტორია

სიცხადე

უკუკავშირი
11. ფინალურ პროექტზე მუშაობა, ჯგუფური კონსულტაციები
12. ფუნალური პროექტის წარდგენა