ლექტორის შესახებ:

მაია ჩუბინიძე
განათლება: კავშირგაბმულობის ინჟინერი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
არაფორმალური განათლება:
ToT (Training of trainers) – TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის;
Manual Testing Upskilling – თიბისი აკადემია;
ციფრული პროდუქტების ტესტირების ინტენსიური კურსი – 500 Women in Tech
სამუშაო გამოცდილება:
გამგეობის წევრი – გაერთიანებული საფოსტო კავშირი;
მოდერატორი, ონლაინ ლექციების ტექნოლოგიური მხარდამჭერი – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი;
პროცესების მონიტორინგის სპეციალისტი, ფინანსური დეპარტამენტის სპეციალისტი – “საქართველოს ფოსტა”
მოკლე აღწერა:
| შეხვედრების რაოდენობა | 10 ლექცია 8 (2 საათი) საკონსულტაციო შეხვედრა 1 (2 საათი) ფინალური პროექტის პრეზენტაცია და უკუკავშირი 1 (3 საათი) |
| სასწავლო კურსის მიზანი | პროექტის მიზანია ხელით ტესტირების პრინციპებისა და მეთოდოლოგიების გაგების დემონსტრირება, რეალურ სამყაროში აპლიკაციის ყოვლისმომცველი ტესტის ჩატარებით. თითოეული ლექციის შემდეგ სტუდენტები დამოუკიდებლად შეასრულებენ შესაბამის პრაქტიკულ დავალებას, ხოლო კურსის ბოლოს მსმენელები ინდივიდუალურ, ფინალურ პროეტზე იმუშავებენ. კურსი შექმნილია დამწყები ტესტერებისთვის და მათთვის, ვინც ეძებს დამატებით უნარებს/კარიერას. პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით სტუდენტები მიიღებენ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც აუცილებელია პროგრამული უზრუნველყოფის მანუალური ტესტირების ეფექტურად შესასრულებლად. |
| სწავლის შედეგი | კურსის ბოლოს მსმენელებს ეცოდინებათ: -ტესტერის როლი პროდუქტის დეველოპმენტის პროცესში -მანუალური ტესტირების ძირითადი კონცეფციები -ციფრული პროდუქტების ტესტირების სხვადასხვა ტიპები და ხელსაწყოები -მანუალური ტესტირების დაგეგმვა და სტრატეგიის შემუშავება -ტესტირებისთვის საჭირო გარემოს შექმნა -ტესტ-ქეისების შემუშავება და წარმართვა -ხარისხის უზრუნველყოფის პრინციპები, ბაგებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება და ეფექტური რეპორტინგი -უსაფრთხოების ტესტირება -პერფორმანსის ტესტირება -ამ ცოდნის გამოყენებით შეძლებენ რეალურ სამყაროში აპლიკაციის/ვებსაიტის შემოწმებას და საბოლოო პროექტის წარმოდგენას |
სილაბუსი:
| # | კურსის შინაარსი | ძირითადი მიგნებები |
| 1 . | შესავალი პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებაში -მიმოხილვა და შესავალი -პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების მნიშვნელობა -მანუალური ტესტირების მნიშვნელობა SDLC-ში (პროგრამული უზრუნველყოფის საციცოცხლო ციკლი) -ტესტირების ტიპები (ფუნქციური, არაფუნქციური, ა.შ.) -ტესტირების ტერმინოლოგია და კონცეფციები -ტესტირების პროცესის წარმართვა -ტესტირების ხელსაწყოებისა და ტექნოლოგიების მიმოხილვა. | პროგრამული უზრუნველყოფის სასიცოცხლო ციკლი ფუნქციური და არაფუნქციური ტიპები |
| 2. | ტესტირების სასიცოცხლო ციკლი და სტრატეგია -Software Development Life Cycle (SDLC) (პროგრამული უზრუნველყოფის სასიცოცხლო ციკლი) -ტესტირების ციკლის ფაზები -მოთხოვნების ანალიზი -ტესტირების დაგეგმარება და სტრატეგია -ტესტირების ქეისების დიზაინი -ტესტების “გაშვება” / წარმართვა -დეფექტების რეპორტინგი და მონიტორინგი -რეგრესული ტესტირება -ტესტირების დახურვა -ტესტირების დოკუმენტაცია და სტრატეგიები -დოკუმენტაციის მნიშვნელობა | დეფექტები ტესტირების ციკლი რეგრესიული ტესტირება |
| 3. | ტესტ ქეისების დიზაინი და შესრულება -ტესტ ქეისების ტექნიკები — ექვივალენტობის დაყოფა — ზღვრული ანალიზი — Decision Tables (გადაწყვეტილებების ცხრილი) — State Transition Diagrams (გარდამავალ მდგომარეობათა დიაგრამები) -ეფექტური ტესტ ქეისების შემუშავება -მონაცემთა მომზადება/შეგროვება ტესტ ქეისებისთვის -ტესტების შესრულების პროცესი -დეფექტების მენეჯმენტი და დოკუმენტაცია -ტესტირების მეტრიკები და ანალიზი -პრაქტიკული დავალებები: ტესტ ქეისების შემუშავება | გადაწყვეტილებების ცხრილი გარდამავალ მდგომარეობათა დიაგრამები |
| 4. | დავალების წარდგენა მოცემული საიტების მაგალითების განხილვით სტუდენტებმა მოახდინონ შედარება | |
| 5. | ტესტირებისა და ტესტის შესრულების ტიპები -ტესტირების დონეების მიმოხილვა ((Unit, Integration, System, User Acceptance Testing) -შესავალი ტესტირების ტიპებში ((Regression, Smoke, Sanity, Compatibility, Usability…) -ამ ტესტირებათა ტიპების წარმართვის პრინციპები | ავტომატიზაცია სკრიპტი framework |
| 6. | დეფექტების მენეჯმენტი და ტესტირების დახურვა -დეფექტების საციცოცხლო ციცხლი და Workflow(სამუშაო პროცესი) -დეფექტების სიმძიმე (Severity) და პრიორიტეტები -რეგრესული ტესტირება -რეგრესული ტესტირების კოლექციები (Testing Suites) -ტესტირების “დახურვის” პროცესი (საბოლოო რეპორტი) -პრაქტიკული სავარჯიშოები | დეფექტების პრიორიტიზირება |
| 7. | ტესტირების ავტომატიზაციის ფუნდამენტები -შესავლები ავტომატურ ტესტირებაში -როდის არის აუცილებელი ავტომატური ტესტირება -ავტომატიზაციის ხელსაწყოების შერჩევა -ავტომატური ტესტების გაშვება და სკრიპტების მაგალითები (Selenium basics) -პრაქტიკული სავარჯიშოები | ავტომატიზაცია თუ მანუალური |
| 8. | სიმულაციური პროექტი (პრაქტიკული) ლექციის ფარგლებში შერჩეული (სატესტო) სარეგისტრაციო და ავტორიზაციის გვერდებზე ჯგუფური სამუშაოს ფორმატში შესრულდება პრაქტიკული სავარჯიშოები, მცირე პროექტის სახით. ჯგუფური სამუშაო შედგები შემდეგი ეტაპებისგან: -ტესტირების ტიპების განსაზღვრა მოცემული პლატფორმისთვის -ტესტირების სცენარებისა და სტრატეგიის განსაზღვრა და დოკუმენტაციის შედგენა -ტესტირების პროცესის წარმართვა -დეფექტების რეპორტინგი და დოკუმენტაცია -სრული პროცესის დიაგრამების (Flowchart) შედგენა -საბოლოო რეპორტის დოკუმენტაცია და წარდგენა | დოკუმენტაციის მნიშვნელობა ინტუიტიური/კითხვადი რეპორტები |
| 9. | საკონსულტაციო შეხვედრა | |
| 10. | საბოლოო პროექტის წარდგენა პრეზენტაციის სახით |