ლექტორის შესახებ:

თამარ რუაძე
განათლება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – მექანიკა-მათემატიკის ბაკალავრი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი – განათლების ადმინისტრირების მაგისტრი
არაფორმალური განათლება:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილი ყველა ტრენინგი, რომელიც ეხებოდა საგანმანათლებლო რესურცენტრებს;
CTC (ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი) – ტრენერთა ტრენინგი;
სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილი ყველა ტრენინგი, რომელიც ეხებოდა კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლებას სკოლებში.
სამუშაო გამოცდილება:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრი;
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“;
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი – გ.ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის N4 საჯარო სკოლა
მოკლე აღწერა:
| შეხვედრების რაოდენობა | 15 ლექცია |
| სასწავლო კურსის მიზანი | კურსის მიზანია გააცნოს მოსწავლეებს პროგრამირების საფუძვლები Scratch-ის გამოყენებით, ასწავლოს მათ როგორ შექმნან ინტერაქტიული ისტორიები, თამაშები და ანიმაციები. კურსი გათვლილია 8, 9, და10 წლის მოზარდებზე. |
| სწავლის შედეგი | კურსის გავლის შემდეგ მოსწავლე შეძლებს ალგორითმული, ლოგიკური და მათემატიკური აზროვნების განვითარებას. სხვადასხვა სირთულის ანიმაციებისა და თამაშების შექმნას ვიზუალური პროგრამირების დახმარებით. |
სილაბუსი:
| # | კურსის შინაარსი | ძირითადი მიგნებები |
| 1 . | ვიზუალური პროგრამირების საწყისები -პროგრამირების ისტორიის გაცნობა -Scratch-ის საფუძვლების გაცნობა -რა არის Scratch -Scratch-ის ონლაინ გვერდზე რეგისტრაცია და ოფლაინ ვერსია დავალების წარდგენა N1 – გადმოიწერე და დააყენე შენს კომპიუტერში პროგრამა – https://scratch.mit.edu/download | ანგარიშის შექმნა, ავტორიაზაცია |
| 2. | რა არის პირადი ინფორმაცია -პერსონალური მონაცემები -ვინ და რაში იყენებს ჩვენ მონაცემებს -ელექტრონული ფოსტა -უსაფრთხო პაროლები https://school.emis.ge/Computer-Science/Class-2/working- with-account-12/7.html Scratch – ის სხვადასხვა კატეგორიის ბლოკების გაგება და გამოყენება. | პერსონალური მონაცემები პირადი ანგარიში უსაფრთხოება ციფრულ სივრცეში |
| 3. | მოძრაობის ბლოკები -მოძრაობის ბლოკების გაცნობა და გამოყენება -მათემატიკური კუთხის გააზრება -კუთხური მოძრაობის კოდის დაწერა -Scratch – ის გარემოში მარტივი ანიმაციის ან სიუჟეტის შექმნა ძირითადი მოძრაობისა და გარეგნობის ბლოკების გამოყენებით მაგ: https://scratch.mit.edu/projects/777895778/editor/ | |
| 4. | N2 დავალების წარდგენა აირჩიეთ, გარემო პერსონაჟი, მოიფიქრე, თამაშის სტრუქტურა, წესები, რომელსაც წარმოადგენთ პრეზენტაციით | |
| 5. | სპრაიტები და ფონები სპრაიტის შექმნისა და სურათების იმპორტის შესწავლა | |
| 6. | კოსტიუმებისა და ფონების გამოყენება პროექტების გასაუმჯობესებლად | |
| 7. | N3 დავალების წარდგენა შექმენით მარტივი ანიმაცია სპრაიტებისა და ფონის გამოყენებით | |
| 8. | პროგრამირების ძირითადი ცნებები პროგრამირების ცნებების (sequences, loops and conditions) შესავალი Scratch ბლოკების გამოყენებით. -ალგორითმი -კოდი -პროგრამა -პროგრამული ენა | sequences, loops, and conditions ალგორითმი კოდი |
| 9. | ციკლები და გეომეტრიული ფიგურები -გეომეტრიული ფიგურების თავისებურებები -გეომეტრიული მახასიათებლები -ციკლის ოპერატორების გამოყენებით ფიგურის დახატვა | |
| 10. | მუდმივი და დროებითი ციკლები https://school.emis.ge/Computer- Science/Class-2/cycle-4/1.html -ციკლი პროგრამირებაში -პრაქტიკული მაგალითები (ვიზუალური პროგრამირების გარემოში) -სხვა მომხმარებლების მიერ შექმნილი პროექტების კოდის დათვალიერება | მუდმივი და დროებითი ციკლები |
| 11. | N4 დავალების წარდგენა მარტივი თამაშის შექმნა მოძრაობისა და კონტროლის ბლოკების გამოყენებით | |
| 12. | ხმა და შეგრძნება პროექტებში ხმის ეფექტებისა და ფონური მუსიკის დამატება | |
| 13. | სენსორული ბლოკების გაგება და გამოყენება ინტერაქტიულობისთვის დავალება – შექმენით ინტერაქტიული ამბავი ბგერებითა და სენსორული ბლოკებიT | |
| 14. | დამატებითი ცვლადების შესწავლა პროექტებისთვის https://scratch.mit.edu/projects/512729604/ | |
| 15. | N5 ფინალური პროექტის წარდგენა თითოეული კლუბის მოსწავლე წარადგენს თავის საბოლოო პროექტს |