ლექტორის შესახებ:

თორნიკე რამაზაშვილი
არაფორმალური განათლება:
ToT – “TBC x USAID – ტექნოლოგიური განათლებისთვის”-ტრენერთა ტრენინგი
Front End Development – Smart Academy
მობილური დეველოპმენტი: რეაქთ ნეითივი – საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
სამუშაო გამოცდილება:
ბრიტანულ-ქართულ აკადემია – ვიზუალური პროგრამირების მასწავლებელი
Smart Academy – Front End Development-ის კურსის ლექტორის ასისტენტი
NLYC- PSP-ის მობილური აპლიკაცია – ჯუნიორ რეაქთ ნეითივ დეველოპერი
მოკლე აღწერა:
| შეხვედრების რაოდენობა | 22 შეხვედრა 22 ლექცია (2 საათი) შუალედური პროექტის პრეზენტაცია ფინალური პროექტის პრეზენტაცია |
| სასწავლო კურსის მიზანი | კურსის მეთოდოლოგია დაფუძნებულია “პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლასა და მეტაკოგნიციაზე”, რომელიც ნიშნავს პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებულ სწავლებას, მცირე ჯგუფებში მუშაობას და მასწავლებლის როლს ფასილიტატორად, რომლის შედეგადაც სტუდენტი ხდება აქტიური მონაწილე და ხდება უფრო მეტად პასუხისმგებელი საკუთარ სწავლაზე, ხოლო კვლევები კი ადასტურებს, რომ ამ მიდგომით განათლება მიღებული ადამიანები უფრო მეტად ერკვევიან საგნის სპეციფიკაში და წარმატებას აღწევენ პროფესიულ სფეროში. მოცემული კურსი განკუთვნილია ფრონტენდ ვებ დეველოპმენტით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანებისთვის, რომელთაც გააჩნიათ სწავლისადმი სურვილი, დისციპლინა, თანმიმდევრულობა და სურთ შეიძინონ როგორც თეორიული ცოდნა, ამავდროულად გამოიუმუშაონ პრაქტიკული უნარები ფრონტ ენდ ვებ დეველოპმენტის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. |
| სწავლის შედეგი | კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ: ტექნიკური უნარები: -HTML5 -CSS3 -JAVASCRIPT, ES6 -VSC -GIT & GITHUB რბილი უნარები: -ალგორითმული აზროვნება -პრობლემის გადაჭრა -თვითსწავლება კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი, რომლის შეფასების სისტემაც ტრადიციული რიცხვითი შეფასების ნაცვლად დაფუძნებული იქნება ბლუმის ტაქსონომიაზე, რომელიც აფასებს აზროვნების სხვადასხვა დონის დემონსტირების უნარს და განისაზღვრება სტუდენტების მიერ თითოეულ შესრულებულ დავალებაზე მიღებული უკუკავშირით. |
სილაბუსი:
| # | კურსის შინაარსი | ძირითადი მიგნებები |
| 1 . | თევზი ხეზე -თეორიული ცოდნები თუ პრობლემის გადაჭრის უნარი; მრავალმხრივი ინტელექტის თეორია -კომპიუტერული აზროვნება -მთლიანით თამაშის პრობლემა -პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა დავალება: მოამზადე მოკლე პრეზენტაცია, სადაც გაგვიზიარებ ორ პრობლემას, რომლებიც წარმატებით გადაჭერი, ეს იქნება პროფესიასთან დაკავშირებული თუ მის მიღმა არსებული, ისაუბრე კერძოდ, რა ნაბიჯების გადადგმით მოაგვარე პრობლემა და აღნიშნულ პროცესში ცხოვრების მანძილზე მიღებული თეორიული ცოდნები უფრო დაგეხმარა თუ გამომუშავებული უნარები. | კომპიუტერული აზროვნება თვითსწავლება დებაგინგი |
| 2. | კოსმოსის შექმნა -ვებსაიტების ვიზუალური და ინტერაქციული ელემენტების შექმნის იდეა -არსებობისთვის საჭირო ინსტრუმენტები: ბრაუზერი და კოდის რედაქტორი -ჰიპერტექსტური მარკირების ენა, დოკუმენტის შექმნა და სტრუქტურა -ძირითადი ელემენტები და სინტაქსი დავალება: ლექციაზე გამოყენებული ელემენტების დახმარებით, სასურველი თემის მიხედვით შექმენით HTML დოკუმენტი, სადაც მოიძიებთ და გამოიყენებთ ლექციასთან დაკავშირებულ დამატებით ელემენტებს. პრობლემის გადაჭრა: ამ დავალების შესრულების დროს შეიძლება შეგხვდეთ გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია არასწორად განლაგებულ ტეგებთან და მათ სემანტიკასთან, ამ და სხვა დაბრკოლების დასაძლევად გამოიყენეთ თქვენი პრობლემის გადაჭრის უნარი და გაგვიზიარეთ როგორ სცადეთ მათი მოგვარება. | კლიენტის მხარე სემანტიკა HTML სინტაქსი |
| 3. | სამყაროს გაფართოება -კომპლექსური ტეგები და მათი გამოყენების სპეციფიკა -HTML ფორმების შექმნა, ტექსტური ველები, ღილაკები -ლინკები, ატრიბუტები და მეთოდები -მულტიმედიის ჩაშენება: სურათი, აუდიო, ვიდეო -ცხრილები და რუკები დავალება: ლექციაზე გამოყენებული ელემენტების დახმარებით, სასურველი თემის მიხედვით შექმენით HTML დოკუმენტი, ყურადღება გაამახვილეთ შემდეგ საკითხებზე: ვებგვერდი უნდა შეიცავდეს ორ გვერდს, სათაურებს და მულტიმედიას; სცადეთ და გამოიყენეთ აქამდე გამოუყენებელი, მაგრამ ვალიდური ელემენტები და შეეცადეთ კასკადური სტილის ფურცლის ინტეგრირება აღნიშნულ დავალებაში; დავალების შესრულების დროს შეიძლება შეგხვდეთ გამოწვევები, ამ და სხვა დაბრკოლების დასაძლევად გამოიყენეთ თქვენი პრობლემის გადაჭრის უნარი და გაგვიზიარეთ როგორ სცადეთ მათი მოგვარება. | ინტეგრაცია პერფომანსი მომხმარებლის გამოცდილება |
| 4. | შებრუნებული საკლასო ოთახი | |
| 5. | ფერადი აფეთქება კასკასდური სტილის ფურცლის გამოყენება: -external, internal, inline -სელექტორები -თვისებები -მნიშვნელობები დავალება: ლექციაზე გამოყენებული ელემენტების დახმარებით სასურველი თემის მიხედვით შექმენით HTML + CSS დოკუმენტი, სადაც მოიძიებთ და გამოიყენებთ ლექციასთან დაკავშირებულ დამატებით ელემენტებს. პრობლემის გადაჭრა: ამ დავალების შესრულების დროს შეიძლება შეგხვდეთ გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია არასწორად შემოტანილ კასკასდური სტილის ფუცელთან, სელექტორებთან და მათ სინტაქსთან, ამ და სხვა დაბრკოლების დასაძლევადგამოიყენეთ თქვენი პრობლემის გადაჭრის უნარი და გაგვიზიარეთ როგორ სცადეთ მათი მოგვარება. | CSS სინტაქსი ელემენტი სიმბოლოები |
| 6. | კოსმოსის სტრუქტურა -Css ყუთის მოდელი -საზომი ერთეულები -margin -border -padding დავალება: ლექციაზე გამოყენებული ელემენტების დახმარებით, სასურველი თემის მიხედვით შექმენით HTML + CSS დოკუმენტი, სადაც მოიძიებთ და გამოიყენებთ ლექციასთან დაკავშირებულ დამატებით ელემენტებს. პრობლემის გადაჭრა: ამ დავალების შესრულების დროს შეიძლება შეგხვდეთ გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ყუთის მოდელს გააზრებასთან, ერთულების განსაზღვრას, ჩარჩოს გამოყენებას, ამ და სხვა დაბრკოლების დასაძლევად გამოიყენეთ თქვენი პრობლემის გადაჭრის უნარი და გაგვიზიარეთ როგორ სცადეთ მათი მოგვარება. | hardcoding სივრცითი მოწყობა ვიზუალური ჰარმონია |
| 7. | რელატივობა -Css flexbox -layout -position -z-index დავალება: ატვირთული დიზაინის შესასრულებლად, შექმენით HTML + CSS დოკუმენტი, ყურადღება გაამახვილეთ შემდეგ საკითხებზე: -გამართეთ ლეიაუთი, სინტაქსი და სემანტიკა -სცადეთ და გამოიყენეთ აქამდე გამოუყენებელი, მაგრამ ვალიდური HTML თუ CSS ელემენტები -დავალების შესრულების დროს შეიძლება შეგხვდეთ გამოწვევები, ამ და სხვა დაბრკოლების დასაძლევად გამოიყენეთ თქვენი პრობლემის გადაჭრის უნარი და გაგვიზიარეთ როგორ სცადეთ მათი მოგვარება. | დოკუმენტის ნორმალური დინება ელემენტების პოზიციონირება დინამიური განლაგება |
| 8. | შებრუნებული საკლასო ოთახი | |
| 9. | წესრიგი -Css grid -container -item -css grid vs flexbox დავალება: ლექციაზე გამოყენებული ელემენტების დახმარებით, სასურველი თემის მიხედვით შექმენით HTML + CSS დოკუმენტი, სადაც მოიძიებთ და გამოიყენებთ ლექციასთან დაკავშირებულ დამატებით ელემენტებს. პრობლემის გადაჭრა: ამ დავალების შესრულების დროს შეიძლება შეგხვდეთ გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია css grid-ის სტრუქტურის გააზრებასთან და მის სწორად გამოყენებასთან, ამ და სხვა დაბრკოლების დასაძლევად გამოიყენეთ თქვენი პრობლემის გადაჭრის უნარი და გაგვიზიარეთ როგორ სცადეთ მათი მოგვარება. | ორგანზომილება კომპოზიცია ელემენტის სტრუქტურა |
| 10. | ჰარმონია -Media queries -viewport -breakpoints -meta tags დავალება: ლექციაზე გამოყენებული ელემენტების დახმარებით, სასურველი თემის მიხედვით შექმენით HTML + CSS დოკუმენტი, სადაც მოიძიებთ და გამოიყენებთ ლექციასთან დაკავშირებულ დამატებით ელემენტებს. პრობლემის გადაჭრა: ამ დავალების შესრულების დროს შეიძლება შეგხვდეთ გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია Media queries-ის კონცეფციის გაგებასთან, breakpoint-ების განსაზღვრასთან და რელევანტური მეტა ტეგების გამოყენებასთან, ამ და სხვა დაბრკოლების დასაძლევად გამოიყენეთ თქვენი პრობლემის გადაჭრის უნარი და გაგვიზიარეთ როგორ სცადეთ მათი მოგვარება. | Media queries ოპტიმიზაცია მეტაინფორმაცია |
| 11. | კოსმოსური ძალა -ვერსიის კონტროლი -დისტანციური საცავები Github, gitlab -რეპიზიტორის შექმნა, წაშლა, მოდიფიკაცია -ბრძანებების გამოყენება დავალება: ატვირთული დიზაინის შესასრულებლად, შექმენით რეპოზიტორი, გადაინაწილეთ როლები, აირჩიეთ პირადი ბრენჩები, გააერთიანეთ ცვლილებები და გადაჭერით შესაძლო კონფლიქტები. პრობლემის გადაჭრა: ამ დავალების შესრულების დროს შეიძლება შეგხვდეთ გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია კოლაბორაციასთან, კერძოდ ბრენჩების შექმნასთან და ცვლილებების გაერთიანებასთან, ამ და სხვა დაბრკოლების დასაძლევად გამოიყენეთ კომუნიკაცია და კოლაბორაცია, გაგვიზიარეთ როგორ სცადეთ მათი მოგვარება. | Hosting კონტროლი ბრძანება |
| 12. | შუალედური პროექტის წარდგენა | |
| 13. | სამყაროს დაბადება -მონაცემთა მარტივი ტიპები -პროგრამული ენა ჯავასკრიპტი -ცვლადები var, let, const -დეკლარირება და განსხვავებები დავალება: ლექციაზე გამოყენებული ელემენტების დახმარებით, შექმენით HTML + JAVASCRIPT დოკუმენტი, ფოკუსირდით ცვლადებზე, როგორ ფუნქციონირებენ და მათ შორის არსებულ განსხვავებებზე. პრობლემის გადაჭრა: ამ დავალების შესრულების დროს შეიძლება შეგხვდეთ გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ჯავასკრიპტი მარტივი ტიპების გააზრებასთან და ცვლადებს შორის არსებულ განსხვავებებზე, ამ და სხვა დაბრკოლების დასაძლევად გამოიყენეთ თქვენი პრობლემის გადაჭრის უნარი და გაგვიზიარეთ როგორ სცადეთ მათი მოგვარება. | Temporal Dead Zone ჯავასკრიპტის სინტაქსი ობიექტური ჭეშმარიტება |
| 14. | პარალელური სამყაროები -ნაკადის კონტროლი და ციკლები -პირობითი და ლოგიკური ოპერატორები -შედარებითი ოპერატორები -ციკლები დავალება: ლექციაზე გამოყენებული ელემენტების დახმარებით, შექმენით HTML + JAVASCRIPT დოკუმენტი, ფოკუსირდით ციკლებზე, ოპერატორებზე, როგორ ფუნქციონირებენ და მათ შორის არსებულ განსხვავებებზე. პრობლემის გადაჭრა: ამ დავალების შესრულების დროს შეიძლება შეგხვდეთ გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია ნაკადის კონტროლთან, ციკლების სინტაქსთან, ამ და სხვა დაბრკოლების დასაძლევად გამოიყენეთ თქვენი პრობლემის გადაჭრის უნარი და გაგვიზიარეთ როგორ სცადეთ მათი მოგვარება. გამოიყენეთ თქვენი პრობლემის გადაჭრის უნარი და გაგვიზიარეთ როგორ სცადეთ მათი მოგვარება | ნაკადის კონტროლი ციკლი სუფთა კოდი |
| 15. | თანავარსკვლავედი -მონაცემთა რთული ტიპები -ფუნქცია -მასივი -ობიექტი დავალება: ატვირთული დავალების შესასრულებლად, შექმენით HTML + JAVASCRIPT დოკუმენტი, ყურადღება გაამახვილეთ შემდეგ საკითხებზე: -გამართეთ სინტაქსი, დაიცავით სუფთა და მოკლე კოდის პრინციპი -ფოკუსირდით რთულ ტიპებზე, ფუნქციებზე, მასივებზე და მათ მეთოდებზე -დავალების შესრულების დროს შეიძლება შეგხვდეთ გამოწვევები, ამ დაბრკოლების დასაძლევად | მეხსიერების სტრუქტურა ინდექსი მეთოდი |
| 16. | შებრუნებული საკლასო ოთახი | |
| 17. | სამყაროს შემოქმედი -ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები Bard, chatgpt, llama2; პროგრამირების მასწავლებელი -პრობლემების აღმომფხვრელი -დადებითი და უარყოფითი მხარეები დავალება: ლექციაზე გამოყენებული პლატფორმების დახმარებით, გამოიყენეთ თითოეული მათგანი არსებული პრობლემების დებაგინგისთვის, გამოყავით დადებითი და უარყოფითი მხარეები პრობლემის გადაჭრა: ამ დავალების შესრულების დროს შეიძლება შეგხვდეთ გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია კითხვის სწორად დასმასთან, პლატფორმების ერთი მეორის უპირატესობასთან, ამ და სხვა დაბრკოლების დასაძლევად გამოიყენეთ თქვენი პრობლემის გადაჭრის უნარი და გაგვიზიარეთ როგორ სცადეთ მათი მოგვარება. გამოიყენეთ თქვენი პრობლემის გადაჭრის უნარი და გაგვიზიარეთ როგორ სცადეთ მათი მოგვარება. | მანქანა ინტელექტი ცნობიერი |
| 18. | ორბიტა -დოკუმენტის ობიექტს მოდელი (DOM) -დოკუმენტის სტრუქტურა -elements and query selectors -Creating, changing and deleting nodes დავალება: ლექციაზე გამოყენებული ელემენტების დახმარებით, შექმენით HTML + JAVASCRIPT დოკუმენტი, ფოკუსირდით დოკუმენტის ობიექტის მოდელზე, მეთოდებზე და მანიპულაციებზე. პრობლემის გადაჭრა: ამ დავალების შესრულების დროს შეიძლება შეგხვდეთ გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია დოკუმენტის ობიექტის მოდელის მეთოდებთან, პერფომანსთან, ამ და სხვა დაბრკოლების დასაძლევად გამოიყენეთ თქვენი პრობლემის გადაჭრის უნარი და გაგვიზიარეთ როგორ სცადეთ მათი მოგვარება. | მანიპულაცია მოდიფიკაცია იერარქია |
| 19. | ინტერსტელარი -ასინქრონულობა (async / await) -სერვერიდან ინფორმაციის გაგზავნა -სერვერიდან ინფორმაციის წამოღება -შეცდომის დამუშავება (error handling) დავალება: ატვირთული დავალების შესასრულებლად, შექმენით HTML + JAVASCRIPT დოკუმენტი, ყურადღება გაამახვილეთ შემდეგ საკითხებზე: -გამართეთ სინტაქსი, დაიცავით სუფთა და მოკლე კოდის პრინციპი; -ფოკუსირდით მონაცემების წარმატებით გაგზავნაზე, წამოღებაზე და შეცდომების დამუშავებაზე; -ამ დავალების შესრულების დროს შეიძლება შეგხვდეთ გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია არასწორად გაკეთებულ მოთხოვნასთან და მის სინტაქსთან, ამ და სხვა დაბრკოლების დასაძლევად გამოიყენეთ თქვენი პრობლემის გადაჭრის უნარი და გაგვიზიარეთ როგორ სცადეთ მათი მოგვარება. გამოიყენეთ თქვენი პრობლემის გადაჭრის უნარი და გაგვიზიარეთ როგორ სცადეთ მათი მოგვარება | Error Handling კომუნიკაცია აზროვნების შეცდომა |
| 20. | შებრუნებული საკლასო ოთახი | |
| 21. | რეკომენდაციები -Javascript-ის ფრეიმვორკები: React, Angular, Vue -როგორ შევქმნათ ეფექტური CV და LinkedIn გვერდები -გასაუბრებისთვის მომზადება -ფინალური პროექტის განხილვა | Framework salary range up-to-date |
| 22. | ფინალურ პროექტის წარდგენა |