ლექტორის შესახებ:

ალექსანდრე ასათიანი
განათლება: ფლორენციის სამხატვრო აკადემია
თბილისის სამხატვრო აკადემია
სამუშაო გამოცდილება:
მერილენდის უნივერსიტეტი – კვლევითი პროექტის მკვლევარი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – ასოცირებული პროფესორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, საქართველოს უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი – ლექტორი
მოკლე აღწერა:
| შეხვედრების რაოდენობა | 20 შეეხვედრა ლექცია 16 (2 საათი) საკონსულტაციო შეხვედრა 3 (2 საათი) ფინალური პროექტის პრეზეტაცია |
| სასწავლო კურსის მიზანი | სწავლა სწვლების მოდელი რომელიც დღეს არის გავრცელებული ინდუსტრიულ ეპოქაში შეიქმნა და ქარხნის მუშაობის პროცესს იმეორებს. სასწავლო დაწესებულებები, ისევე როგორც ინდუსტრიული ეპოქის ქარხნები წინასწარ შემუშავებული ინსტრუქციებისა და რეგულაციების მიხედვით მოქმედებენ. ასეთი მიდგომა დღეს ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების ეპოქაში არაეფექტურია. ტექოლოგიებთან დაკავშირებული საგანამანათლებლო რესურსების მომზადება, საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა ხშირად ვერ ეწევა განვითარების ტემპს. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები ისევე როგორც სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიები სწავლის და მუშაობის ახალ მოდელებს ეძებენ, რომლებიც ერთი მხრივ ეფექტური, მეორე მხრივ კი დღევანდელ რეალობაზე უკეთ მორგებული იქნება. ერთ-ერთი ასეთ მოდელი ინდუსტრიულ ეპოქამდე არსებობდა. ის სახელოსნოს პრინციპს გულისხმობს. მაგალითად შუა საუკუნეებში სწავლება და მუშაობა ერთმანეთისაგან არ იყო მკვეთრად გამიჯნული. სახელოსნოში ადამიანი ერთდროულად სწავლობდა და მუშაობდა. რაც მთავარია გამოცდილების მქონე, მცოდნე ადამიანი თავის გამოცდილებასა და ცოდნას სხვებს უზიარებდა. მოცემული კურსი იმ ადამიანებისათვის არის განკუთვნილი ვისაც უკვე აქვს გარკვეული გამოცდილება ტექოლოგიების მიმართულებით და დაინტერესებულია საკუთარი ცოდნა სხვას გაუზიაროს. მზად არის შეიმუშავოს საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამა და შექმნას საგანმანათლებლო რესურსები საკუთარი კურსისათვის. კურსი პრაქტიკული ხასიათის არის და კურსის ბოლოს მსმენელები ფინალურ პროეტზე იმუშავებენ. თავად შექმნიან საკუთარ საგანმანათლებლო პროგრამას და შეადგენენ სილაბუსს. |
| სწავლის შედეგი | კურსის გავლის შემდეგ სტუდენტებს ეცოდინებათ: -სწავლა სწავლების თანამედროვე მეთოდები -როგორ ვასწავლოთ ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხები -სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუმენტები -სასწვლო პროგრამისა და მაში შემავალლი კურსის ან კურსების შემუშავება -სილაბუსის და შესაბამისი სასწავლო რესურსების შექმნა |
სილაბუსი:
| # | კურსის შინაარსი | ძირითადი მიგნებები |
| 1 . | განათლება და განამანათლებელი -ამოცანის ამოხსნა თუ პრობლემის გადაჭრა -ინდუსტიული ეპოქის გავლენა საგანმანათლებლო სისტემაზე -სახელოსნოს პრინციპი -შემოქმედებითი პროფესია -ცოდნის დევალვაცია -ლექციის კითხვა -მასწავლებლის როლი -სოკრატეს მეთოდი დავალება: მოამზადეთ მოკლე პრეზენტაცია (მაქსიმუმ 3 სლაიდი), რომელშიც გააზიარებთ თქვენ გამოცდილებას, გაიხსენებთ განათლებასთან დაკავშირებულ ამბავს, რომელმაც თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეს შეიძლება იყოს მასწავლებლის რჩევა ან ფრაზა, რომელმაც დაგაფიქრათ და დაგამახსოვრდათ. მასწავლებლის საქციელი რომელმაც განათლებასთან დაკავშირებით გარკვეულ მიგნებამდე, აღმოჩეამდე მიგიყვანათ. ან უბრალოდ განათლებასთან დაკავშირებული საინტერესო ამბავი რომელიც თქვე თავს გადაგხვდათ. პრეზენტაციაში ჩაწერეთ თქვენ მოგონებასთან დაკავშირებული ერთი ან რამდენიმე ძირითადი ფრაზა. თავად განათლებასთან დაკავშირებული ამბავი ან სიტუაცია უკვე უშუალოდ ლექციაზე მოყევით. | ინდუსტრიული ეპოქის საგანამანათლებლო სისტემა სახელოსნოს პრინციპი სოკრატეს მეთოდი |
| 2. | განათლების თეორიები -ბიჰევიორიზმი (ინგ. Behaviorism, სიტყვასიტყვით ქცევათმეცნიერება) -კოგნიტივიზმი (ლათ. cognition შემეცნება) -კონსტრუქტივიზმი (ლათ. constructio კონსტრუირება, მშენებლობა) -ინტერაქციონიზმი (ინგ. interaction ურთიერთქმედება) -კონექტივიზმი (ინგ. Connection კავშირი) -ჰოვარდ გარდნერის (Howard Gardner): მრავალგვარი ინტელექტის თეორია -სტივენ დონსი (Stephen Downes): განათლება ქსელების ეპოქაში -დევიდ პერკინსი (David Perkins): მთლიანით სწავლება (learning by wholes) -კენ რობინსონი (Sir Ken Robinson): კრეატიული სკოლა დავალება: წაიკითხეთ მე-2 ლექციის საკითხავი ლიტერატურა და მოამზადეთ პრეზენტაცია (მაქსიმუმ 5 სლაიდი) რომელშიც განათლების მეთოდებზე ისაუბრუბეთ: პრეზენტაციაში წარმოადგინეთ ის განათლების მეთოდი ან მეთოდები რომელსაც თქვენი კურსის განმავლობაში გამოიყენებთ; მოკლედ აღწერეთ როგორ ფიქრობთ შერჩეული მეთოდის ან მეთოდების თქვენს სილაბუსში ინტეგრირებას. | მეტაკოგნიცია ბიჰევიორიზმი კოგნიტივიზმი კონსტრუქტივიზმი |
| 3. | განათლების ინსტრუმენტები (ვირტუალური საკლასო ოთახი) ღრუბლოვანი სერვისები; ვირტუალური საკლასო ოთახი; – ინფორმაციის საცავი – კალენდარი – ონლაინ ლექციები – საგანმანათლებო პროცესის მართვა – გამოკითხვის ფორმები Zoom შეხვედრები; როგორ ავაწყოთ ვირტუალური საკლასო ოთახი. დავალება: მოამზადეთ პრეზენტაცია (მაქსიმუმ 5 სლაიდი), რომელშიც წარმოადგენთ თქვენ სასწავლო კურსს. პრეზენტაციაში გაამახვილეთ ყურადღება შემდეგ საკითხებზე: 1. ვისთვის არის განკუთვნილი თქვენი კურსი (მოითხოვს თუ არა თქვენი კურსი წინარე ცოდნას, პრერეკვიზიტებს); 2. რა არის კურსის მიზანი (რას შექმნიან კურსის ბოლოს მსმენელები, რა ეცოდინებათ მათ კურსის ბოლოს); 3. ონლაინ სწავლებას ითვალისწინებს თქვენი კურსი თუ პირისპირ სწავლებას. რა ხანგრძლივობის იქნება შეხვედრები და კვირაში რამდენი შეხვედრა იქნება; 4. რომელ ელექტრონულ პლატფორმას გამოიყენებთ კურსის განმავლობაში. როგორ მიაწვდით მსმენელებს დავალების პირობას და როგორ ჩაიბარებთ მათგან მომზადებულ დავალებებს; 5. რა ტიპის დავალებები ექნებათ მსმენელებს კურსის განმავლობაში შესასრულებელი. რა ტიპის ელექტრონული პლატფორმები, კომპიუტერული პროგრამები დასჭირდებათ დავალების შესასრულებლად. | ღრუბლოვანი სერვისები ოლაინ ფოლდერი |
| 4. | დავალების წარდგენა | |
| 5. | რა არის ტექნოლოგია Deus ex machina რობოტებიდან კომპიუტერულ პროგრამებამდე; – პასკალინი, პასკალის კალკუატორი; – ჟაკარდის მანქანა; – მანქანებთან მებრძოლები; – ტურინგის მანქანა; პირველი ციფრული მოწყობილბები; ტრანსჰუმანიზმი. დავალება: მოამზადეთ პრეზეტაცია, რომელშიც მინიმუმ სამი ძირითადი მიგნება, თქვენი კურსისათვის მნიშვნელოვანი ცნება და მისი განმარტება იქნება მოცემული. საგანთან დაკავშირებული ძირითადი მიგნებები, მნიშვნელოვანი ცნებები ის მკვიდრი წარმოდგენებია, რომელიც კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტს კარგად უნდა ქონდეს გააზრებული. სამყაროში ყველაფერი უმცირესი, მაგრამ ამავე დროს ძირითადი ელემენტებისაგან, ელემენტარული ნაწილაკებისაგან შედგება. ეს ფაქტიურად სამშენებლო „აგურებია“, რომლისგანაც ჩვენი სამყარო არის აშენებული. თუკი ადამიანმა ამ ელემენტარული ნაწილაკების მართვა ისწავლა მაშინ ჩვენ შეგვეძლება ნებისმიერი რამის ნებისმიერ რამედ გადაქცევა. ვთქვათ იმის გაკეთება რასაც თავის დროზე ალქიმიკოსები ცდილობდნენ, ქვის გადაქცევა ოქროდ. ვინაიდან ქვაც და ოქროც ელემენტარული ნაწილაკებისაგან შედგება. ნებისმიერი საკითხი, თემა იმ ძირითად ელემენტებამდე, შემადგენელ ელემენტარულ ნაწილაკებამდე დაიყვანება რომლის ცოდნა, მუშაობის პრინციპების გააზრება, მართვა შესაძლებლობას გვაძლევს უასასრულო რაოდენობის პროექტები განვახორციელოთ. | მანქანა რობოტი ბოტი გამომთვლელი მაქანა სინგულარობა ტრანსჰუმანიზმი |
| 6. | რა არის პროგრამირების ენა -ხელოვურად შექმნილი ენები -ალგრითმი -პროგრამული კოდი -პროგრამული ენები -როგორ მუშაობს პროგრამული ენა დავალება: დაამუშავეთ თქვენ მიერ შერჩეული მკვიდრი წარმოდგენები. | კოდი მეტყველება დამწერლობა პროგრამული კოდი პროგრამირება |
| 7. | ხელოვნური ინტელექტის გამოყენება განათლების პროცესში ხელოვური ინტელექტის გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები; პერსონალური ტუტორი; პროცესების ავტომატიზირება; ინდივიდზე მორგებული უკუკავშირი; ხელოვნური ინტელექტის პოლათფორმები: – ChatGPT – Bard – Llama 2 დავალება: მოამზადეთ პრეზენტაცია, რომელშიც თქვენ გამოცდილებას, თქვენ მიგნებებს გააზიარეთ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით. პრეზენტაციაში გაეცით პასუხი ორ ძირითად კითხვას. რომელი პლატფორმების გამოყენებას გეგმავთ თქვენი კურსის მომზადებისას და რომელი პლატფორმების შეტანას ფიქრობთ თქვენ სილაბუსში. 1. რომელ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმას იყენებთ ან გეგმავთ რომ გამოიყენოთ კურსის მომზადებისას: 1.1. გააზიარეთ თქვენი მოსაზრებები როგორ და რაში შეიძლება გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი ლექტორმა. 1.2. აღწერეთ იმ პლატფორმების ძლიერი მხარეები, რომელიც გამოგიყენებიათ ან რომლის გამოყენებასაც გეგმავთ როგორც ლექტორი; 1.3. რომელი სამუშაოს შესრულებისას ფიქრობთ რომ გამოგადგებათ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები მომავალში; 1.4. გააზიარეთ თქვენი მიგნებები ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების გამოყენების კუთხით; 1.5. მოიძიეთ ინტერნეტში გამოყენების მაგალითები ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებთან დაკავშირებით. 2. ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებთან დაკავშირებით, რომელი საკითხების სწავლებას, რომელი საკითხების შეტანას გეგმავთ თქვენ კურსში: 2.1. აღწერეთ ის პლატფორმები, რომლის სწავლებასაც გეგმავთ კურსის განმავლობაში; 2.2. რა ტიპის სამუშაოს შეასრულებენ თქვენი სტუდენტები ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის საშუალებით; 2.3. მოიძიეთ ინტერნეტში იმ თემასთან დაკავშირებით ხელოვნური ინტელექტის პლატფორმის გამოყენების მაგალითები რომლის სწავლებასაც გეგმავთ. | მანქანური დასწავლა ნეირნული ქსელი |
| 8. | დავალების წარდგენა | |
| 9. | როგორ შევადგინოთ სილაბუსი -სასწავლო პროგრამა (სილაბუსი) -სასწავლო პროგრამა (კურიკულუმი) -ფარული კურიკულუმი -კურსის ხანგრძლივობა და ეტაპები -პროექტებზე მუშაობა -მოქნილი უნარები (soft skills) და მყარი უნარები (hard skills) დავალება: მოამზადეთ პრეზეტაცია რომელშიც თქვეი კურსის პირველ 4 შეხვედრას აღწერთ. | სილაბუსი კურიკულუმი ფარული კურიკულუმი მოქნილი უნარები მყარი უნარები |
| 10. | ვიზუალკური კომუნიკაცია ვიზუალური კომუნიკაციის ისტორია; – ხელოვნება – გრაფიკული დიზაინი – ინფოგრაფიკა როგორ გადმოვცეთ ინფორმაცია გამოსახულების საშუალებით; გამოსახულების მოძიება პრეზენტაციისათვს; ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული გამოსახულება: – Midjourney – Dall-E – DreamStudio – Adobe Express დავალება: შეარჩიეთ თქვე ი კურსიდან ერთ-ერთი თემა. მოამზადეთ პრეზენტაცია რომელშიც გამოსახულება ხელოვური ინტელექტის მიერ იქნება დაგენერირებული | ვიზუალური ხელოვნება გრაფიკული დიზაინი ინფოგრაფიკა |
| 11. | შეფასების სისტემა -რა არის ტაქსონომია -სოლო ტაქსონომია (Structure of Observed Learning Outcomes); -ბლუმის საგანმანათლებლო მიზნების ტაქსონომია -განმავაითარებელი შეფასება -დავალების პირობა და შეფასების კრიტერიუმები -ფინალური პროექტი და ბრიფი დავალება: მოამზადეთ თქვენი კურსის პრეზეტაცია რომელშიც: – ჩამოაყალიბებთ სასწავლო კურსის მიზანს; – წარმოადგენთ მსალოდნელ სწავლის შედეგის; – მიუთითებთ ლექციების თემებს (სულ 12 შეხვედრა). | ტაქსონომია სოლო ტაქსონომია განმავითარებელი შეფასება |
| 12. | დავალების წარდგენა | |
| 13. | საგანმანათლებლო რესურსები -ლიტერატურის გამოყენება -ინტერაქტიული საგანმანათლებლო რესურსები -სალექციო მასალა (handout-ი) -საგანმანათლებლო ვიდეო რესურსები -ძირითადი მიგნებები (მკვიდრი წარმოდგენები) და მათი განმარტებები -დისტანციური და პირისპირ სწავლება -რესურსები სინქრონული და ასინქრონული სწავებისათვის დავალება: მოამზადეთ თქვენი კურსის ლექსიკონი, რომელშიც ძირითადი მიგნებები (მკვირი წარმდგენები) გექნებათ განმარტებული | დისტანციური სწავლება პირისპირ სწავლება სინქრონული სწავლება ასინქრონული სწავლება მკვიდრი წარმოდგენები |
| 14. | კურსის სამიზნე აუდიტორია განსხვავებული თაობების თეორია; ვინ არიან მილენიალები; ციფრული ეპოქის აბორიგენები; კულტურის გადაცემის პრეფიგურაციული ტიპი; მოსწავლეცენტრული საგანამანათლლებლო სისტემები: – პრობლემაზე ორიეტირებული სწავლება; – სოკლა 42. შეუძლია თუ არა ტექნოლოგიებს ჩაანაცვლოს მასწავლებელი; მასწავლებელი როგორც მენტორი. დავალება: მოამზდეთ პრეზენტაცია რომელშიც თქვენი კურსის აუდიტორიას აღწერთ (ასაკი, ინტერესები, საქმიანობის სფერო, მიზნები). | ციფრული ეპოქის აბორიგენები ციფრული ეპოქის ემიგრანტები კულტურის გადაცემის ტიპები |
| 15. | კურსი როგორც სერვისი -სად და როგორ გავავრცელოთ ინფირმაცია კურსის შესახებ -რა არის ბრენდი -რა არის მიგნება (insite) -არქეტიპების თეორა მარკეტინგში -საინფორმაციო არხების ფრაგმენტაცია -სოციალური მედიის ფუნქციონირების პრონციპები -საინფორმაციო კამპანიის ელემენტები დავალება: მოამზადეთ პრეზენტაცია რომელშიც თქვენი კურსის საინფორმაციო კამპანიას აღწერთ: – რომელ ტექნოლოგიას შეასწავლის თქვენი კურსი; – როგორი ფორმატი ექნება თქვენ კურსს (დისტანციური, პირისპირ, სიქროული, ასინქრონული); – რა იქნება თქვენი კურსის მიგნება (insite); – ვინ იქნება თქვენი კურსის სამიზნე აუდიტორია; – წარმოოადგინეთ მინიმუმ სამი სოციალურ მედიაში განსათავსებელი პოსტი. | ბრენდი მიგნება (insite) 12 არქეტიპი მედია მასმედია სოციალური მედია |
| 16. | დავალების წარდგენა | |
| 17. | ფინალურ პროექტზე მუშაობა, ჯგუფური კონსულტაციები | |
| 18. | ფინალურ პროექტზე მუშაობა, ჯგუფური კონსულტაციები | |
| 19. | ფინალურ პროექტზე მუშაობა, ჯგუფური კონსულტაციები | |
| 20. | ფუნალური პროექტის წარდგენა |