ლექტორის შესახებ:

ნინო-მარიამ თარალაშვილი
განათლება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – კომპიუტერული მეცნიერებები
არაფორმალური განათლება:
TBC x USAID Academy – ტრენერთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსი(ToT)
ციფრული ინდუსტრიის აკადემია – ციფრული პროექტების მენეჯმენტი სქრამით
The USAID Industry Led Skills Development Program – ICT Project Management
სამუშაო გამოცდილება:
მოწვეული ლექტორი – აკადემიკა
პროექტების მენეჯერი – Maxin Finance
მოკლე აღწერა:
| შეხვედრების რაოდენობა | 16 შეხვედრა ლექცია 15 (2 საათი) ფინალური პროექტის პრეზეტაცია |
| სასწავლო კურსის მიზანი | თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ბიზნესის წარმატებულად სამართავად და ციფრული პროდუქტის სწრაფად და ხარისიხიანად შემუშავების მიზნით, რელევანტურად გაიზარდა ციფრული პროექტების მენეჯერის როლი და მისი მნიშვნელობა. მოცემული კურსი სწორედ ტექნოლოგიური პროექტების მართვას და ამისათვის საჭირო თანამედროვე მეთოდებს შეგასწავლით, რაც დღემდე ესენციალური რჩება ნებისმიერი პროექტის განსახორციელებლად. კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისათვის, ვისაც სურს, რომ დაეუფლოს ციფრული პროექტების მენეჯმენტის საფუძვლებს და მიიღოს საბაზისო ცოდნა აღნიშნულ სფეროში. |
| სწავლის შედეგი | კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ: -პროექტის, პროგრამისა და პორტფოლიოს მახასიათებლები და შეეძლებათ მათი ამოცნობა და განსხვავება -პროექტის მენეჯერის როლი და პასუხისმგებლობები -პროექტის „ჯადოსნური“ სამკუთხედის არსი და ბალანსის შენარჩუნება -პროექტის ფაზები და მათი არსი -ინკრემენტული, იტერაციული, პრედიქციული, ჰიბრიდული და ადაპტაციური მიდგომები -Waterfall მეთოდოლოგია -Agile მიდგომა -Agile მანიფესტო და ღირებულებები -Agile ყველაზე გავრცელებული ჩარჩოები და მეთოდები |
სილაბუსი:
| # | კურსის შინაარსი | ძირითადი მიგნებები |
| 1 . | პროექტის არსი და პროექტის მენეჯერის როლი -რა არის პროექტი -რა არის პროგრამა -რა არის პორტფოლიო -პროექტი vs პროგრამა vs პორტფოლიო -პროექტის მენეჯერის როლი -პროექტის მენეჯერის პასუხისმგებლობები -პროექტის „ჯადოსნური“ სამკუთხედი დავალება: მოამზადეთ პრეზენტაცია (მაქს. 10 სლაიდი), სადაც ისაუბრებთ თქვენს გამოცდილებაზე ნებისმიერ პროექტთან დაკავშირებით, ეს შეიძლება იყოს სკოლაში ექსკურსიის დაგეგმვა, წვეულების ორგანიზება და ა.შ. გამოკვეთეთ რა როლი შეასრულეთ კონკრეტულ პროექტში. | პროექტი პროგრამა პორტფოლიო პროექტის „ჯადოსნური“ სამკუთხედი |
| 2. | პროექტის ფაზების მიმოხილვა -პროექტის ფაზების ზოგადი მიმოხილვა: ინიცირება, დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და დახურვა -რისკების მენეჯმენტი -მიზნებისა და შედეგების განსაზღვრა -ვადებისა და ბიუჯეტის გაკონტროლება | მიზნის განსაზღვრა რისკი |
| 3. | ინიცირების ფაზის მიმოხილვა -ინიცირების ფაზაში მიმდინარე პროცესები -სტეიკჰოლდერების როლი პროექტში -სტეიკჰოლდერების იდენტიფიკაცია და მონიტორინგი – სტეიკჰოლდერების რეგისტრი -მოთხოვნების შეგროვება -პროექტის ბიზნეს საჭიროება – პროექტის ჩარტერი -პროექტის შინაარსის განსაზღვრა დავალება: მოამზადეთ პრეზენტაცია, სადაც ჩაშლით თქვენს მიერ დაორგანიზებულ ნებისმიერ პროექტზე მიმდინარე ინიცირების ფაზას. რა მოთხოვნები წარმოიშვა? როგორ გამოკვეთეთ თქვენი პროექტით დაინტერესებული პირები(სტეიკჰოლდერები)? რატომ დადგა პროექტის წამოწყების საჭიროება? აღწერეთ როგორ შეაგროვეთ აღნიშნული ინფორმაცია. | სტეიკჰოლდერი ინიცირება |
| 4. | დავალების წარდგენა | |
| 5. | დაგეგმვის ფაზის მიმოხილვა -დაგეგმვის ფაზაში მიმდინარე პროცესები და ესენციალური დოკუმენტები -WBS მიმოხილვა -დავალებების წარმატებულად განსაზღვრის მეთოდები -დავალებების ვადების ეფექტურად განსაზღვრის ხერხები დავალება: მოამზადეთ პრეზენტაცია, სადაც ჩაშლით თქვენს მიერ დაორგანიზებულ ნებისმიერ პროექტზე მიმდინარე დაგეგმვის ფაზას. შექმენით საჭირო დოკუმენტაცია. | WBS(work breakdown structure) დაგეგმვა |
| 6. | დავალების წარდგენა | |
| 7. | განხორციელების ფაზის მიმოხილვა -განხორციელების ფაზაში მიმდინარე პროცესები -„Kick off“ შეხვედრა და მისი მნიშვნელობა -რეკომენდაციები წარმატებული „Kick off“ შეხვედრისათვის -შეხვედრის წესრიგის დოკუმენტი (Agenda) -MOM დოკუმენტი -კომუნიკაცია სტეიკჰოლდერებთან -რისკების მართვა დავალება: მოამზადეთ შეხვედრის წესრიგისა და MOM დოკუმენტაციის ფაილები, სადაც დააორგანიზებდით თქვენი პროექტისათვის საჭირო შეხვედრას. | რისკი „Kick off“ შეხვედრა |
| 8. | დავალების წარდგენა | |
| 9. | მონიტორინგის ფაზის მიმოხილვა -მონიტორინგის ფაზაში მიმდინარე პროცესები -“Scope Creep”-ის განმარტება და მიმოხილვა -“Scope Creep”-ის თავიდან აცილების მეთოდები -გუნდი, გუნდთან კომუნიკაცია და სავარაუდო გამოწვევები -ციფრული პროექტების მენეჯერი, როგორც სამაგალითო ლიდერი დავალება: მოამზადეთ პრეზენტაცია, თუ რა იყო თქვენი პროექტის ფარგლებში “Scope Creep” და როგორ აიცილეთ ან აიცილებდით მას თავიდან. | “Scope Creep” ლიდერი |
| 10. | დავალების წარდგენა | |
| 11. | დახურვის ფაზის მიმოხილვა -დახურვის ფაზაში მიმდინარე პროცესები -კონტრაქტების დახურვა -რესურსების გადანაწილება -დასწავლილი გაკვეთილები(lessons learned) მიმოხილვა -შემდეგი ნაბიჯები დავალება: მოამზადეთ პრეზენტაცია, თუ როგორ დახურეთ თქვენი პროექტი ან როგორ დახურავდით მას. რა გაკვეთილი გასწავლათ მან და რას შეცვლიდით მომავალში. | დასწავლილი გაკვეთილები (lessons learned) მიმოხილვა |
| 12. | დავალების წარდგენა | |
| 13. | პროექტების მართვის მიდგომები -პრედიქციული -ჰიბრიდული -ადაპტაციუი -ინკრემენტული -იტერაციული | პრედიქციული მოდელი ჰიბრიდული მოდელი ადაპტაციური მოდელი ინკრემენტი იტერაცია |
| 14. | „Waterfall“ მეთოდოლოგიის მიმოხილვა -„Waterfall“ მეთოდოლოგიის ისტორია –„Waterfall“ მეთოდოლოგიის ფაზები –„Waterfall“ მეთოდოლოგიის უპირატესობები -როდის შეგვიძლია გამოვიყენოთ „Waterfall“ მეთოდოლოგია? | „Waterfall“ |
| 15. | „Agile“ მეთოდოლოგიის მიმოხილვა -„Agile“ მიდგომის ისტორია –„Agile“ მიდგომის სასიცოცხლო ციკლი -„Agile“ მანიფესტო და ღირებულებები –„Agile“ მიდგომის უპირატესობები -როდის შეგვიძლია გამოვიყენოთ „Agile“ მიდგომა. -“Agile ქოლგა” და მისი პოპულარული მეთოდები თუ ჩარჩოები | „Agile“ „Agile ქოლგა” |
| 16. | ფინალური პროექტის წარდგენა |