ლექტორის შესახებ:

ანნა ღარიბიანი
განათლება: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი – MBA
არაფორმალური განათლებისა:
Practical Project Portfolio Management – Udemy
Scrum for beginners + Scrum Master Certifcation Preparation – Udemy
სამუშაო გამოცდილება:
Junior Scrum Master – Adjarabet.com
Analytics & Settings Specialist – Euro Games Technology
Analyst – TBC ბანკი
მოკლე აღწერა:
| შეხვედრების რაოდენობა | 10 ლექცია (2 საათი) |
| სასწავლო კურსის მიზანი | დღესდღეობით ტექნოლოგიური კომპანიები ქმნიან ძირითად ღირებულებას სამყაროში. გარდა დეველოპერებისა, ამ კომპანიებს სჭირდებათ საუკეთესო პროექტების მართვის პრაქტიკები და საუკეთესო პროფესიონალები, რომლებიც დანერგავენ ამ პრაქტიკებს და გაუძღვებიან გუნდებს. ერთ-ერთი გავრცელებული ფრეიმვორქი არის სქრამი. კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტებს სქრამ ფრეიმვორქი, რაც დაეხმარება მათ უკეთ გაერკვნენ პროცესებში, რომლებიც მიმდინარეობს ტექნოლოგიურ ორგანიზაციებში. ასევე, გააჩინოს ინტერესი სქრამის მიმართ, გააცნოს ახლი პროფესიები და საჭიროებები ბაზარზე. მოამზადოს PSM I გამოცდისთვის და გაუჩინოს სურვილი უფრო ღრმად შეისწავლონ ეს მიმართულება. |
| სწავლის შედეგი | კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს შეეძლება: -PSM I გამოცდის ჩაბარება -დაიწყოს ჯუნიორ სქრამ მასტერის პოზიციაზე მუშაობა გამოიყენოს მიღებული ცოდნა მისი ყოველდღიური საქმიანობის ოპტიმიზაციაში |
სილაბუსი:
| # | კურსის შინაარსი | ძირითადი მიგნებები |
| 1 . | რა არის ეჯაილი? რა არის სქრამი? ძირითადი თემები : ეჯაილი, ეჯაილ მაინდსეტი, სხვადასხვა ფრეიმვორქები, სქრამი. -ეჯაილის მიდგომა, რა უპირატესობები აქვს -რას ნიშნავს იყო ეჯაილ და გქონდეს ეჯაილ მაინდსეტი -რა არის ეჯაილ მანიფესტო? -რა ფრეიმვორქები შედის ეჯაილში და მათი მუშაობის პრინციპები (კანბან, სქრამ, ნექსუსი და სხვა) -რა არის სქრამი? -რა არის სქრამ გაიდი? | ემპირიულობა ეჯაილ მაინდსეტი |
| 2. | შესავალი, ფუნდამენტი ძირითადი თემები : სქრამ გუნდი, როლები, ღირებულებები, 4 ფუნდამენტი და მიდგომები. -რა არის სქრამ გუნდი? -რა როლებია სქრამში? -რა ღირებულებებია სქრამში? -განვიხილავთ 4 ფილარს, რომელზეც დგას სქრამი, ვისაუბრებთ არტიფაქტებზე და ღრმად ჩავეძიებით როლებს შორის ურთიერთობას და თითოეულის ღირებულებას. | არტიფაქტები ფილარები |
| 3. | სპრინტი, სქრამ ივენთები ძირითადი თემები : სპრინტი, დეილი სქრამი, სპრინტ ფლენინგი, გრუმინგი, სპრინტ რევიუ და სპრინტ რეტროსპექტივა. სამუშაო პროცესის განხილვა: განვიხილავთ თითოეულ ივენთს. განვიხილავთ რა ღირებულება მოაქვს თითოეულ ივენთს, რატომ არის მნიშვნელოვანი თაიმბოქსი და რა როლების ჩართული ივენთებში. დავალება #1 სტუდენტები მოამზადებენ პრეზენტაციებს ლექტორის მიერ შეთავაზებულ საკითხებზე, ან მათ შეეძლებათ რომ ლექტორთან შეთანხმებით აირჩიონ თემა. შეთავაზებული თემები : -ფასილიტაცია და მისი ტექნიკები -როგორი უნდა იყოს სქრამ მასტერი -რა განსხვავებაა პროექტ მენეჯერსა და ფროდაქთ ოუნერს შორის -თქვენი აზრით, ეჯაილ მანიფესტოს ან სქრამ გაიდის რომელი ნაწილია უტოპიური -სქრამი ყოველდღიურობაში | რეტროსპექტივა |
| 4. | დავალებების წარდგენა და დისკუსია ინტერაქციული ვორქშოფი, რომელიც დაეთმობა დავალებების წარდგენას და შემდეგ დისკუსიას. ამ ლექციის მიზანია დამატებით მოძიებული ინფორმაციის განხილვა და გამოცდილების გაზიარება. | |
| 5. | სქრამ გუნდის წარმატება (მეტრიკები) ძირითადი თემები : სქრამ გუნდის წარმატების ან ეფექტურობის საზომი მეტრიკები -სქრამ გუნდის ეფექტურობა – რა განაპირობებს მას? -როგორ იზომება გუნდის წარმატება მეტრიკების გაზომვის შედეგად -ანალიზი | ჰელს ჩეკი სქრამ კულტურის ინდექსი პერფორმანსი |
| 6. | როგორია კარგი სქრამ მასტერი ძირითადი თემები : სქრამ მასტერის კომპეტენცია, ღირებულებები -სქრამ მასტერის როლი -როგორი პიროვნება უნდა იყოს კარგი სქრამ მასტერი? -რა სქილები უნდა ჰქონდეს? რა ბექგრაუნდი? -რა მითები არის სქრამ მასტერებთან დაკავშირებული. დავალება #2 სტუდენტები მოამზადებენ პრეზენტაციებს ლექტორის მიერ შეთავაზებულ საკითხებზე, ან მათ შეეძლებათ რომ ლექტორთან შეთანხმებით აირჩიონ თემა. შეთავაზებული თემები : -რეტროსპექტივა როგორც ასეთი -სქრამ მასტერი = გუნდის მენეჯერი? -შეფასების სისტემები სქრამ გუნდებისთვის -რატომ არ უყვართ დეველოპერებს სქრამი? | ფასილიტაცია ქოუჩინგი |
| 7. | დავალებების წარდგენა და დისკუსია ინტერაქციული ვორქშოფი, რომელიც დაეთმობა დავალებების წარდგენას და შემდეგ დისკუსიას. ამ ლექციის მიზანია დამატებით მოძიებული ინფორმაციის განხილვა და გამოცდილების გაზიარება. | |
| 8. | სახალისო რეტროსპექტივა ძირითადი თემები : რეტროსპექტივა თანამედროვე გაგებით, თულები და რჩევები -რეტროსპექტივის გახალისება -რა თულები გვეხმარება პროდუქტიული რეტროს ჩატარებაში -რა ტექნიკები, რა თამაშები და რა მიდგომები არსებობს ამასთან დაკავშირებით. | ენერჯაიზერი სეიფ სფეის |
| 9. | სტეიკჰოლდერებთან და მენეჯმენტთან ურთიერთობა ძირითადი თემები : სქრამ გუნდის გარეთ პროცესები, კომუნიკაცია -რატომ არის აუცილებელი სწორი კომუნიკაცია სტეიკჰოლდერებთან -როგორია ეფექტური კომუნიკაცია, რა ფორმაა ყველაზე მეტად გამართლებული -მენეჯმენტის ქოუჩინგი, პროცესების გამართვა. დავალება #3 საბოლოო პროექტის ფარგლებში სტუდენტები მოამზადებენ პატარა ნაშრომს რომელიც უნდა მოიცავდეს პრობლემატური ქეისის განხილვას რისერჩის საფუძველზე. რისერჩი დაეხმარება სტუდენტებს მეტი გამოცდილების მიღებაში. საბოლოო პროექტი იქნება ჯგუფური და უნდა მოიცავდეს პრეზენტაციას, ან რაიმე სხვა ფორმას, რომელიც დაანახებს დანარჩენ სტუდენტებს ამ პრობლემური ქეისიდან გამოსავლის პოვნას. საჭიროების შემთხვევაში დაინიშნება საკონსულტაციო შეხვედრა. | სტეიკჰოლდერები სპრინტ რევიუ |
| 10. | ფინალური პროექტების წარდგენა და შეჯამება -ფინალური პროექტების ჩაბარება ჯგუფურად -კითხვებისთვის განკუთვნილი სესია -შეჯამება და დისკუსია. |